საზოგადოება
10.02.2022 15:28
საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, გატანილი პროდუქციის 90% შიდა ქართლში მოსული ხილია - სად იყიდება ქრთული ვაშლი

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 2022 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა. GMnews - ის ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ქართული ხილი გავიდა, გეტყვით რომ საქართველოდან ვაშლის ექსპორტი, თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი კი - სომხეთში.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, 700 ჰა. პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შიდა ქართლში გაშენდა.

კვირის ამბები