გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 12 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლი - „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“, რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობის კორონავირუსით ინფიცირებაა.
„ყურადღება! 12 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლი მოიხსნა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდ19.
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ სალაროში ან მომავალში გამართულ სპექტაკლებზე გამოიყენოთ. ეპიდვითარების გამო შექმნილი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, სპექტაკლის ბილეთები შეიძინოთ წარმოდგენის დღეს, ან ერთი დღით ადრე“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი