საზოგადოება
10.02.2022 10:57
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქტიური შემთხვევების რაოდენობა 228 153-მდე გაიზარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 22 444 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1 154 476. ამავდროულად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15 404 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან,  თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281, ქვემო ქართლი - 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია - 616, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496, კახეთი - 1 101, მცხეთა-მთიანეთი - 450, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 228 153, საიდანაც 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 232 პირი.

კვირის ამბები