საზოგადოება
09.02.2022 14:41
ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს, - შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი, ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ამავე დროს არის ვიცე-პრემიერი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოთარ შმუგია დაინიშნა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, როგორც თავად აღნიშნა, სურვილი აქვს შეიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები, თუმცა, თურნავამ ცალსახად აღნიშნა, რომ რჩება სამთავრობო გუნდის ერთგულ წევრად.
კვირის ამბები