საზოგადოება
09.02.2022 14:25
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშილი ოთარ შამუგიამ შეცვალა. სამთავრობო კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, ოთარ შამუგია ამ დრომდე, ლევან დავითაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრის წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს განხორციელებული სამთვრობო ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გააგრძელებს, დავითაშვილმა ნათია თურნავა შეცვალა. 

კვირის ამბები