მონაწილე მსახიობის კოვიდინფიცირების გამო, გორის თეატრმა 13 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, 13 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობის კორონავირუსით ინფიცირებაა.
„ყურადღება! 13 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლი „ღია ზღვაში“ მოიხსნა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდ19.
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ სალაროში ან მომავალში გამართულ სპექტაკლებზე გამოიყენოთ. ეპიდვითარების გამო შექმნილი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, სპექტაკლის ბილეთები შეიძინოთ წარმოდგენის დღეს, ან ერთი დღით ადრე“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.