საზოგადოება
09.02.2022 11:13
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში Covid-19-ის მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 219 007

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615-ს.

8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15 351 პაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3 730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი - 597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 106.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 219 007, საიდანაც 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 252 პირი.

კვირის ამბები