კოვიდინფექციის გამოვლენის, დადებითობის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია, შესაბამისად ტესტირებაც გაფართოებულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცახადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადი.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც, 24 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა, რაც, რა თქმა უნდა, მაღალია. ბოლო 30 დღის განმავლობაში, დღეში 60 ათასამდე ტესტი ტარდება და დღეს 73 000-ის ფარგლებშია. ანუ, რიგების მიუხედავად, ხელმისაწვდომობა არის. 210 000 აქტიური შემთხვევაა და ეს იმართება. ამ ეტაპზე, მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე მოდის“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.