საზოგადოება
08.02.2022 11:43
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 1 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში ჩატარებული ტესტირების შედეგად, რეგიონში ვირუსით ინფიცირების 1 418 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, იმერეთის და აჭარის რეგიონების შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლით შიდა ქართლი კვლავ მესამე ადგილზეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 350 454-ს.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 210 686, საიდანაც 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კვირის ამბები