კარალეთიდან ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთამდე გარეგანათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
GMnews-ის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აკაენერჯი“ ახორციელებს და სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სამუშაოების ღირებულება 1 463 467.94 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ცნობილია, კომპანია ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარულ დღეში შეასრულოს (ცნობისთვის, ხელშეკრულება 2022 წლის 29 იანვარს გაფორმდა).