ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ვირუსით ინფიცირების 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 350 454-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 300 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 210 686, საიდანაც 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 228 პირი.