ქარელის და ხაშურის კლინიკებში საწოლფონდი ბოლომდე ათვისებული არ არის, ადგილები გვაქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ - მცირე რაოდენობით“, - ამის შესახებ GMnews-ს ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განუცხადა.
შრუბის განცხადებით, საზოგადოების გაკვეული ნაწილის დამოკიდებულება, თითქოს, კოვიდ 19-ის ,,ომიკრონი“ შტამი ვირუსული ინფექციის შედარებით მარტივი ფორმაა და საჭირო აღარ არის სიფრთხილე და რეგულაციების დაცვა, ამგვარი დამოკიდებულება აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია.
,,მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, შიდა ქართლშიც ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატების ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში იმატა კლინიკებში პაციენტების მომართვიანობამაც. მოგეხსენებათ, სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ პანდემიის დაწყების დღიდან სამი კლინიკითაა ჩართული კოვიდის მართვაში, როგორც ამბულატორიულად და ონლაინ კლინიკების მეშვეობით, ასევე, 250 სტაციონარული საწოლით. ამ ეტაპზე, გორის, ქარელის და ხაშურის კლინიკებში საწოლფონდი ბოლომდე ათვისებული არ არის, ადგილები გვაქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მცირე რაოდენობით. საზოგადოების გაკვეული ნაწილის დამოკიდებულება, თითქოს, კოვიდ 19-ის ,,ომიკრონი“ შტამი ვირუსული ინფექციის შედარებით მარტივი ფორმაა და საჭირო აღარ არის სიფრთხილე და ისეთი რეგულაციების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება, კონტაქტების შეზღუდვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება თუ ვაქცინაცია, მინდა გითხრათ, რომ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია და კვლავ არის ბევრი მძიმე შემთხვევა“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.