გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 1 128 მოსწავლე, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს.
რესურსცენტრის წარმომადგენლის, ვასილ ჯოჯიშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციური სწავლების მოდელი ფუნქციონირებს 35 სკოლაში.
„დღევანდელი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონლაინსწავლებაზეა გადასული 35 საჯარო სკოლა, აქედან 21 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სასწავლო პროცესს, 14 სკოლის 26 კლასში კი - სწავლა ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, მთლიანობაში გვიფიქსირდება კოვიდინფიცირების 1 386 აქტიური შემთხვევა, აქედან 1 128 მოსწავლეა, ხოლო 258 - პედაგოგი“, - აღნიშნა ვასილ ჯოჯიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სრულად ან ნაწილობრივ აცრილი პედაგოგები ორ კვირაში ერთხელ, ხოლო აუცრელი მასწავლებლები კვლავ ერთკვირიანი შუალედით იტესტებიან.