საზოგადოება
07.02.2022 12:48
წუხელ მოსული თოვლის გამო, გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საავტომობილო გზებზე, ხიდებზე და გზაჯვარედინებზე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.
„გორში მოსული თოვლის გამო, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრობლემურ მონაკვეთებზე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი, სამუშაოები დღეს დილიდანაც განახლდა და ტექნიკური მარილი იყრება სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.

კვირის ამბები