საზოგადოება
07.02.2022 11:52
არავითარი შეზღუდვები არ იქნება - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის, საკორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდებაა ვაქცინაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის დასრულების ძირითადი გზა იმუნიზაციაზე გადის.

„არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები.

პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ბუსტერ დოზით აცრილია საზოგადოების 6,4%, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა.

კვირის ამბები