,,გილოცავთ, ჩვენთვის ეს გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა! გორელებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს! ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ვაჟა მარგველაშვილმა მასპინძელი ფრანგი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა! მადლობა“, - წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, პარიზის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შავდათუაშვილმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა. პარიზის გრან სლემზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.)
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება