ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 33 905 ტესტი ჩატარდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ვირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 325 838-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების 34 შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, ვირუსს 15 246 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 17 130 პირი.