საზოგადოება
07.02.2022 09:50
გორში დღისით ტემპერატურის მატება, ღამით კი კვლავ ყინვაა მოსალოდნელი - გაეცანით უახლოესი დღეების ამინდის დეტალურ პროგნოზს

7, 8 და 9 თებერვალს გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის საათებში ტემპერატურა მოიმატებს, ღამით კი კვლავ ყინვაა ნავარაუდევი.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს: 7 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება უნალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +2 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა -7 გრადუსამდე, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი -9 გრადუსამდე.

8 თებერვალს, დღისით, გორის მუნიციპალიტეტში ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ნახევრადღრუბლიანობა, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა -5 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, მზიანი ამინდი და დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი 9 თებერვალს, საღამოს, 22 საათიდან კი მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლჭყაპის სახით.

ნალექს, +3 გრადუს ტემპერატურას და ქარს 10 მ/წ. სიჩქარით ვარაუდობენ მეტეოროლოგები 10 თებერვალს.  

კვირის ამბები