საზოგადოება
06.02.2022 16:04
დანიაში მხოლოდ 31 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, დიდ ბრიტანეთში - 478, საქართველოში - 282 - რა შედარებას აკეთებს ბიძინა კულუმბეგოვი

ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით მოქალაქეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.

კულუმბეგოვი დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელსა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობას ადარებს და განსხვავებაზე დასკვნას აკეთებს:

,,დანია - აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%.

დიდი ბრიტანეთი - აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%.

საქართველო - აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%.

ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება", - წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

კვირის ამბები