საზოგადოება
06.02.2022 12:28
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 19 098 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 19 098 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 314 603-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 212 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა - 1 456, იმერეთი - 2 988, ქვემო ქართლი - 1 008, შიდა ქართლი - 1 147, გურია - 417, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 233, კახეთი - 828, მცხეთა-მთიანეთი - 336, სამცხე-ჯავახეთი - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 72.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 210 274, საიდანაც 5 850 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მართვით სუნთქვაზეა 282 პაციენტი.

კვირის ამბები