კულტურა
04.02.2022 16:29
გორის თეატრმა 5 და 6 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნა
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 5 და 6 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე მსახიობების კოვიდინფიცირებაა.
„ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ან შემდგომში ჩანიშნულ წარმოდგენაზე ისარგებლოთ“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გაუქმებული წარმოდგენების ჩამონათვალს, 5 თებერვალს - „იესოს საქმე“, 6 თებერვალს კი, „ვენეციელი ვაჭარი“ გახლდათ ჩანიშნული.
კვირის ამბები