გორის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სხვა ქუჩებთან ერთად, მიმდინარე წელს, გორში, საკაძის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდება.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 2 თებერვალს გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (ბაგრატიონის ქუჩიდან სტალინის გამზირის მიმართულებით) 123 მეტრია. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი, 278 690 ლარს შეადგენს. რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.