სპორტი
04.02.2022 16:13
„დილამ“ მარჯვენა შემტევი დაიმატა - ჰაჯი დრამემ გორულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
გორის „დილა“ ახალი სპორტსმენებით შევსებას განაგრძობს. კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, გორის გუნდს ამჯერად, 21 წლის შემტევი ჰაჯი დრამე შეემატა.

GMnews-ის ინფორმაციით, მალელ სპორტსმენსა და „დილა“-ს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც ცნობილია, დრამეს ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში შეუძლია როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე.

ცნობისთვის, ჰაჯი დრამე გორულ კლუბს ესტონური „პაიდედან“ შეუერთდა, რომლის რიგებშიც 2 სეზონის განმავლობაში 43 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ჰაჯი დრამეს მალის 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 1 გოლია, 17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში კი - 11 მატჩში 6 ბურთის გატანა შეძლო.
კვირის ამბები