საზოგადოება
10.12.2019 16:18
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 28 დეკემბრიდან საახალწლო არდადეგები დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბრიდან დაიწყება. აღნიშნულ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს. როგორც GMnews-ს დაწესებულების ხელმძღვანელმა ლიანა კოვზიაშვილმა განუცხადა, საშობაო არდადეგების ხანგრძლივობა თერთმეტი დღე იქნება და 28 დეკემბრიდან 2020 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.   

„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ახალი წლიდან იმ ბავშვების ჩარიცხვის პროცესსაც გააგრძელებს, რომლებსაც 2 წელი უკვე შეუსრულდათ. ბუნებრივია, რეგისტრაციის პროცესს ისევ ონლაინ ფორმა ექნება და მშობელი განაცხადში სასურველი ბაღის მითითებით ბავშვის დარეგისტრირებას უპრობლემოდ შეძლებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა  კოვზიაშვილმა.

 

კვირის ამბები