საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ნერგების კომპონენტი).
„მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. ge იმისთვის, რომ დაიჭიროთ თადარიგი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სააგენტოს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. დამატებითი კითხვებისთვის კი მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე: 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.