საზოგადოება
04.02.2022 11:10
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 141 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 203 238, საიდანაც 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 146 პირი, 271 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები