საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად დევნილები და ეკომიგრანტები 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან
დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებულები, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.
პროექტის განხორციელების აღნიშნულ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ეწევიან.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, ჯამში, გრანტს ის 26 მეწარმე მიიღებს, რომელიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებს.
პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
შიდა ქართლში მცხოვრებმა დაინტერესებულმა პირებმა, ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გორში, სამების ქ. N1-ში მდებარე დაწესებულებაში უნდა წარადგინონ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.