„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ მე-2 ნაკადის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და შედეგების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა ქვეყნის 31 საუკეთესო სკოლას შორის მოხვდა. საქართველოს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მიერ ორგანიზებული პროექტის მომდევნო ეტაპზე გადასვლის უფლება სსიპ ქალაქ გორის N8 და სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლებმა, ასევე სოფელ შინდისის საჯარო სკოლამ მოიპოვეს.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური კომუნიკაცია ექნება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრებთან, რომელიც აპლიკაციის შევსებისას შეარჩიეს და ჩაერთვებიანს: ვორკშოპებში, ტრენინგებში, შეჯიბრებებსა და სხვა აქტივობებში, რომელიც ბენეფიციარი სკოლებისთვის დაიგეგმება.
ასევე, შერჩეულ სკოლებში, სკოლაში მომავალი თვეების განმავლობაში, დაიწყება კლუბების ფუნქციონირება, სადაც სპეციალისტების დახმარებით კლუბის წევრი მოსწავლეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უნარების დაუფლებას. როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში IX-X-XI კლასის მოსწავლეები გაივლიან პროგრამირების კურსს, შეისწავლიან ARDUINO დაპროგრამებას, იმუშავებენ რობოტექნიკით.