საზოგადოება
03.02.2022 11:53
დღეიდან შინ მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც კოვიდპაციენტების მკურნალობას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ
დღეიდან სამედიცინო სექტორში ცვლილება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კოვიდპაციენტების შინ მკურნალობას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის შინ სამკურნალოდ ოჯახის ექიმებმა გადამზადება გაიარეს და ამიერიდან ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ცვლილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ.
„დღეიდან ამოქმდედება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა, მხოლოდ ის ექიმები, რომლებიც ჩარ|თულები იყვნენ კოვიდის მართვის ონლაინ კლინიკებში. ნოემბერ-დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და მათ უკვე შეუძლიათ, თავადვე მართონ თავინთი პაციენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კვირის ამბები