3-4 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერიოდულად ღრუბლიანობა და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 4 თებერვალს, საღამოს 19 საათიდან კი მოსალოდნელია ნალექი თოვლჭყაპის სახით. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 3 თებერვალს, დღისით, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, 4 თებერვალს კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს.
5-დან 11 თებერვლამდე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და პერიოდულად მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოსალოდნელია ინტენსიური თოვაც.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დღეების მიხედვით: 5 თებერვალს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +1 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა, +2 გრადუსია ნავარაუდევი 6 და 7 თებერვალს, 8 თებერვალს კი, გორში ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, 9-10 თებერვალს მოსალოდნელია +2 გრადუსი.
3-დან 12 თებერვლის ჩათვლით, ღამის საათებში ყინვა დაფიქსირდება.