საზოგადოება
03.02.2022 10:53
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 თებერვლის მდგომარეობით არის 30.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 102 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 196 589, საიდანაც 5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 139 პირი, 262 პირი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები