02.02.2022 17:20
2 თებერვალს მსოფლიოში საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება
2 თებერვალს, მსოფლიო, საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს. „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ეს გახლავთ სლოგანი, რომელსაც ყოველწლიურად, ასამდე ქვეყანაში მცხოვრები 31 მილიონი მოქალაქე ეხმიანება. რაც შეეხება საქართველოს, ეს თარიღი უკვე მეშვიდე წელია აღინიშნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ამ ტიპის ღონისძიებამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა და ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ილუსტრატორები, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებს, უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ონლაინ ხვდებიან და მათთან ერთად აღნიშნავენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.