საზოგადოება
02.02.2022 11:56
იმედი გვაქვს, საქართველო მაქსიმუმს 7-10 დღეში მიაღწევს და შემდეგ დაიწყება ახალი შემთხვევების კლება - ივანე ჩხაიძე

თებერვლის პირველ 10 დღეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე იმედოვნებს, რომ საქართველო მაქსიმუმს 7-10 დღეში მიაღწევს და შემდეგ დაიწყება ახალი შემთხვევების კლება.

„მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოში პიკური მაჩვენებელი იქნებო​და ადრე არსებულ მაქსიმუმზე ​3-5-ჯერ მეტი. 18 000-იანი პიკი გადალახული გვაქვს, 24 000-იანი, ანუ ოთხჯერადი ზრდა ასევე გადავლახეთ. ​შემდეგი მაჩვენებელი, რომელიც ალბათ იქნება 5-ჯერ მეტი შემთხვევა, ვიდრე იყო მთელი პანდემიის მიმდინარეობისას - 30 000 ათასი ინფიცირებული დღეში. იმედი გვაქვს, რომ სწორედ 7-10 დღეში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება კლება. ძალიან ხანმოკლეა „ომიკრონით“ გამოწვეული მთლიანი ტალღა - აღმავალი მრუდი, პიკი და შემცირება - ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველ 10 დღეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კვირის ამბები