საზოგადოება
02.02.2022 11:13
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444.

საიტის ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065-მდე.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარაში - 2 190, იმერეთში - 3 689, ქვემო ქართლში - 1 581, შიდა ქართლში - 1 466, გურიაში - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 623, კახეთში - 1 298, მცხეთა-მთიანეთში - 617, სამცხე-ჯავახეთში - 511, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 102.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 181 293, საიდანაც 5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ დროისთვის მძიმეა 1 062 პაციენტის მდგომარეობა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის - 23.40%, ხოლო 7 დღის - 26.38%.

კვირის ამბები