საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 14 დევნილ ოჯახს, ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ახალი ბინის გასაღებები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს. როგორც ცნობილია, ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები, სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა. საცხოვრისით დაკმაყოფილებამდე, ზემოხსენებული ოჯახები წლების განმავლობაში, სურამში, უმძიმეს პირობებში, ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ავარიული ობიექტი დაიხურა. იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა კი, ბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო.