საზოგადოება
01.02.2022 13:33
დღეიდან ავსტრიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ზრდასრული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი რეგულაცია ძალაში დღეიდან შევიდა და 2024 წლის პირველ იანვრამდე გასტანს.

ავსტრიის ხელისუფლების განმარტებით, ვაქცინაცია ეფექტურია მძიმე დაავადებასთან ბრძოლისას და ასევე, მომავალში ლოკდაუნების თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, ავსტრიაში „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაცია დღეიდან შევიდა ძალაში. რეგულაციის მიხედვით, ქვეყნის ყველა სრულწლოვანი მოქალაქე ვალდებულია, აცრა გაიკეთოს.

კვირის ამბები