საზოგადოება
01.02.2022 12:26
კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მამის მიერ დაჭრილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში განუცხადეს, სადაც პაციენტს მკურნალობა უტარდება.

ცნობისთვის, მამა-შვილს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,

ხანდაზმულმა მამამ შვილს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 30 იანვარს, საღამო საათებში მოხდა.

კვირის ამბები