საზოგადოება
01.02.2022 12:25
ფლავში, სვენეთში, ხელთუბანში, კარალეთსა და გარეჯვარში გარეგანათების სისტემები მოეწყობა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ფლავში, სვენეთში, ხელთუბანში, კარალეთსა და გარეჯვარში იგეგმება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.
„პროექტის მიხედვით, აღნიშნული სოფლების მხოლოდ ის უბნები (ნაწილი) განათდება, სადაც გარეგანათება დღემდე არ ყოფილა. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 300 830 ლარია. პროექტი კი „სამოაქალაქო ბიუჯეტი 2022“ - ის ფარგლებში ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ, რაც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას უწყობს ხელს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები