კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა მიმდინარე თვეშიც გრძელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვალში, წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში კი, 100 ლარს მიიღებენ.
შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა. განხორციელების პირველ ეტაპზე, პროგრამით, მხოლოდ საპენსიო ასაკის მოქალაქეებმა ისარგებლეს.