ისევე, როგორც თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შიდა ქართლშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, რეგიონში 1 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება თბილისსა და დანარჩენ რეგიონებს, თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 164 572, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 016 პირი ემსხვერპლა.