საზოგადოება
01.02.2022 11:08
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 164 572

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 24 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 200 124-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი და

კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 016 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 164 572, საიდანაც 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მართვით სუნთქვაზეა 263 პაციენტი.

კვირის ამბები