კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი 18 საჯარო სკოლაში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სკოლების ნაწილი 3 თებერვალს, ნაწილი კი, 4 და 5 თებერვალს განაგრძობს სწავლას საკლასო ოთახებში.
3 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება ქვახვრელის, ქერეს, ახალდაბის, გორის N4 და N12 საჯარო სკოლები.
4 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება გორის N3, N6 და მეღვრეკისის საჯარო სკოლები.
5 თებერვლამდე (4 თებერვლის ჩათვლით) სრულად დისტანციურად განახორციელებენ სწავლის პროცესს გორის N10, N7, N11, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთის, ერგნეთის, ფხვენისის, შავშვების, ახრისის საჯარო სკოლები.
შეგახსენებთ, აღნიშნულის გარდა, ამ დროისთვის, 10-მდე სკოლის სხვადასხვა კლასი დისტანციურ სწავლებაზეა.
რაც შეეხება ინდივიდუალურად მიღებულ გადაწყვეტოილებებს, რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტი მოსწავლის მშობელმა ინდივიდუალურად გამოთქვა დისტანციური სწავლების სურვილი და ამის შესახებ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ მშობლებს დისტანციური სწავლების მოთხოვნის ან გაუქმების შესაძლებლობა სპეციალურ პლატფორმაზე ყოველ ხუთშაბათს ეძლევათ.