საზოგადოება
31.01.2022 15:35
დღეიდან 4 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

31 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

დღეს, 31 იანვარს, გორში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი კვლავ ყინვაა მოსალოდნელი -2 გრადუსი. +6 გრადუსამდე გათბება ჰაერი 1-ელ თებერვალსაც, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია მახევრადმზიანი ამინდი და დღის გარკვეულ მონაკვეთებში სუსტი ქარი - 3 მ/წ.

ღამით -2 გრადუსი ყინვა, დღისით კი +8 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი 2 თებერვალს.

კიდევ უფრო მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა 3 თებერვალს და დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი ყინვა კვლავ შენარჩუნდება.

კვირის ამბები