საზოგადოება
31.01.2022 12:53
„ახალბაღის“ რეაბილიტაცისთვის საჭირო სამუშაოების 30 % შესრულებულია, სარეკრეაციო სივრცის განახლების პროცესი ნოემბერში დასრულდება - ვალერიან მჭედლიძე

გორის ცენტრალური პარკის - „ახალბაღის“ რეაბილიტაცისთვის საჭირო სამუშაოების 30 % უკვე შესრულებულია და სარეკრეაციო სივრცის განახლების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ობიექტის ჩაბარების ვადა ნოემბრის ბოლოა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოდის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამფითეატრებს, შადრევნებს, წყალკანალიზაციის სისტემებს და ასე შემდეგ. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ რეაბილიტაციის პროექტი ნამდვილად არ ჭიანურდება, სამუშაოების 30 % შესრულებულია და ნამდვილად სწორად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების  განხორციელება გასული წლის 15  ივლისიდან დაიწყო, ამავე დღეს დაიკეტა პარკი მოქალაქეებისთვის. სამუშაოებს შპს Award-ი ახორციელებს. 

 

კვირის ამბები