საზოგადოება
31.01.2022 11:40
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 35 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვსა და გარდაცვალების შემთხვევებს,

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი და დაფიქსირდა  გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა.  

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 151 139, საიდანაც 5 433 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 143 706 პირი კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

კვირის ამბები