შიდა ქართლში ტუბერკულოზის მქონე ინდექს-პაციენტების, მათი ახლო კონტაქტებისა და ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობაზე მყოფი პირების ელექტრონული აღრიცხვის პლატფორმა ამუშავდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი სოციალურ ქსელში წერს.
ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გლობალური ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ფტზიატრთა ასოციაციის, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის და NCDC ის მონაწილეობით, შიდა ქართლში ტრენინგი გაიმართა.
,,2022 წლის 24 - 25 იანვარს, ქ. გორში, გლობალური ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ფტზიატრთა ასოციაციის, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის და NCDC ის მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი შიდა ქართლში, რომლის მიზანია ახალი ელექტრონული ბაზის - Trace TB (,,თრეის თიბი“) ამუშავება. ბაზა წარმოადგენს ტუბერკულოზის მქონე ინდექს-პაციენტების, მათი ახლო კონტაქტებისა და ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობაზე მყოფი პირების ელექტრონული აღრიცხვის პლატფორმას. აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის მომხმარებლები იქნებიან ფტიზიატრები და ეპიდემიოლოგები“, - ნათქვამია ეკა ქორჩაშვილის მიერ ,,ფეისბუქით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.