საზოგადოება
10.12.2019 11:57
საქართველოში H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა, პაციენტი მოზარდია. H2N3 კი, თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა.
ზახაშვილის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. მკურნალობის კურსი ორივე პაციენტმა სტაციონარში გაიარა და უკვე სრულად გამოჯანმრთელდნენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით კი, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.
კვირის ამბები