საზოგადოება
01.10.2019 20:19
რაზმაძეები მზად არიან მიიღონ ხის კოტეჯი, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ - გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ მიერ, გუგუტიაანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის სახლის საჩუქრად გადაცემის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, რაზმაძეების საკითხთან დაკავშირებით მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ რაზმაძეე ბის ოჯახისთვის ხის კოტეჯს ჩამოიტანს, მერია თავად დაუკავშირდა ოჯახს და როგორც მათ განაცხადეს, მზად არიან მიიღონ ხის კოტეჯი, რომელსაც შემდეგ, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ და უარს ამბობენ ყოველგვარ პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩაბმაზე“, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის საჩუქრად გადასაცემი სახლი დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიიტანეს.

კვირის ამბები