კულტურა
28.01.2022 13:10
გორის თეატრმა დღეიდან 30 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნა
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, 28, 29 და 30 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე მსახიობების ავადმყოფობაა.
„ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში, აღნიშნული ბილეთებით ასევე შეგიძლიათ შემდგომში ჩანიშნულ წარმოდგენაზე ისარგებლოთ“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გაუქმებული წარმოდგენების ჩამონათვალს, 28 იანვარს - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, 29 იანვარს - „მამა“, 30 იანვარს კი, „ვენეციელი ვაჭარი“ გახლდათ ჩანიშნული.
კვირის ამბები