საზოგადოება
28.01.2022 12:59
დისტანციური სწავლების სურვილი ინდივიდუალურად დააფიქსირა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების 1 205-მა მოსწავლემ - ნანა ტერმაკოზაშვილი

covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო, ამ დროსითვის, გორის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 37 კლასი გადაყვანილია დისტანციურ სწავლებაზე, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხდა.

ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების სურვილი ინდივიდუალურად დააფიქსირა 1 205-მა მოსწავლემ.

,,მიმდინარე ტესტირების შედეგად, როგორც სკოლების პედაგოგების, ისე მოსწავლეების ინფიცირების არაერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში სწავლა დროებით შეწყდა კიდევ რამდენიმე სკოლაში. ამ ეტაპზე, სწავლების სრულად დისტანციური მოდელი მოქმედებს გორის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში, დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი სხვადასხვა სკოლის 37 კლასი და აღნიშნულის გარდა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, სადაც სპეციალური პლატფორმა მოქმედებს, დისტანციური სწავლების სურვილი ინდივიდუალურად დააფიქსირა 1 205-მა მოსწავლემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე დისტანციური სწავლების მოთხოვნის ან გაუქმების შესაძლებლობა მშობლებს ყოველ ხუთშაბათს ეძლევათ“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები